ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არასოდეს გაჩერდება, სანამ ომს არ წააგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არ დაასრულებს ომს, სანამ არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლებას არ მისცემენ, ამიტომ, კიევი კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება.

„ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს ყირიმი და დონბასი - და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან. გვქონდა გაცვლის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებები - ყველაფერი, რაც ახლა ბევრ ქვეყანას სურს ჩვენგან ომის დასასრულებლად. ის (პუტინი) არასოდეს გაჩერდება, სანამ ამ ომს არ წააგებს. ჩემი სიგნალია: ნუ მოითხოვთ მინსკის შეთანხმებების განმეორებას ჩვენი ტერიტორიის სხვა ნაწილში. არა - არანაირი ახალი გაყინული კონფლიქტები, არ მჯერა მათი და არ ვენდობი“, - აღნიშნა ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მთელი მსოფლიო არ მისცემს მას უკრაინის ოკუპაციისა და განადგურების შესაძლებლობას.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია