ჩეხეთი ქვეყნების ჯგუფის ორგანიზებას ცდილობს, რომლებიც უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დააფინანსებენ

ჩეხეთი ქვეყნების ჯგუფის ორგანიზებას ცდილობს, რომლებიც უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დააფინანსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო და დასავლური გამოცემები ავრცელებენ.

კერძოდ, 23 თებერვალს, ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პრაღა ძალისხმევის კოორდინირებას ახდენს და წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისა და დანიის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდანაც, რომლებმაც არჩიეს, რომ დასახელებული არ ყოფილიყვნენ. აქამდე, გამოცემა Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თანხა, რომელიც საჭიროა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადასაცემად, 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ არ შეუძლიათ დაფინანსების ან საარტილერიო ჭურვების წარმოშობაზე დეტალების გავრცელება.

ცნობისთვის, 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა

პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა ნატოს სტანდარტული კალიბრების (155 მმ და 122 მმ) 800 ათასი საარტილერიო ჭურვი იპოვა მსოფლიოს მასშტაბით და რამდენიმე კვირაში მათი უკრაინისთვის გადაცემა შეუძლია, თუ ამისთვის საჭირო დაფინანსებას მოიპოვებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია