ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს - სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია

პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, რომელიც ჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა. მე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ვაფასებ. მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში. მხოლოდ ამ გზით დადგება მშვიდობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს