ანა დოლიძე - ქართველ ხალხს შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისა და თავისუფლებისთვის

დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისა და თავისუფლებისთვის, - ასე გამოეხმაურა საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე.

როგორც მან საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნა, ქართველი ერის დამარცხება შეუძლებელია.

„გაუმარჯოს იმ სულისკვეთებას, რომელსაც შეუძლია დიდი და სისხლიანი იმპერია შიშველი ხელებით დაამარცხოს. დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისათვის, თავისუფლებისთვის და რომლის დამმარცხებელი დედამიწაზე არავინ არის. დიდება ჩვენი გმირების სულებს“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება