ჯეიკ სალივანი - რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს

იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი, რომელიც სენატმა მიიღო და წარმომადგენელთა პალატამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მიზანში, რაც ჰქონდა და ეს იყო ის, რომ ქვეყანა რუსეთის ხელში არ ჩავარდნილიყო. ეს უკვე გააკეთა. უკრაინას შეუძლია უფრო შორს წავიდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, უზრუნველყოს რუსეთის მარცხი და უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ინსტრუმენტები იქნება. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი, რომელიც სენატში ორპარტიული კენჭისყრის შედეგად მიიღეს. პალატამ უნდა დააჩქაროს და მიიღოს ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, საქმე მარტივ არითმეტიკას ეხება - უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად საჭიროა ფული, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ კონგრესს შეუძლია.

„საქმე ეხება მარტივ არითმეტიკას. ჩვენ გვჭირდება ფული, რომ შევძლოთ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. ფული არ გვაქვს. ფულის მიწოდება მხოლოდ კონგრესს შეუძლია. ასე რომ, ეს არის რეალობა და ამიტომაა კონგრესის მიერ ამ კანონპროექტის მიღება უკიდურესად აუცილებელი“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა