უკრაინის ვიცე-პრემიერი - პოლონეთში 160 ტონამდე მარცვლეული განადგურდა

პოლონეთის რკინიგზის სადგურზე დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის აქტის შედეგად დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ X-ზე მატარებლის ვაგონებიდან ჩამოყრილი მარცვლეულის ფოტოები გამოაქვეყნა.

„ამ სურათებზე ნაჩვენებია 160 ტონა განადგურებული უკრაინული მარცვლეული. მარცვლეული ტრანზიტით გდანსკის პორტში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში იგზავნებოდა. ეს პოლონეთის რკინიგზის სადგურებზე ვანდალიზმის მეოთხე შემთხვევაა, დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის მეოთხე შემთხვევა“, - წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

მისი თქმით, ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ტრანსპორტირდება დალუქული ვაგონებით და სხვა ქვეყნებში ტრანზიტით იგზავნება.

„როდემდე დაუშვებს ხელისუფლება და პოლონეთის პოლიცია ამ ვანდალიზმის გაგრძელებას?“ - წერს ალექსანდრე კუბრაკოვი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია