შალვა პაპუაშვილი - მადლობას ვუხდი იურიდიულ კომიტეტს, რომ ეფექტიანად მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ კანონპროექტების ინიცირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეფექტიანად მოხდა კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში, რომელიც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ეფექტიანობის, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დამოუკიდებლობის ზრდას შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მის ხელმძღვანელს, კანონპროექტის ინიცირებისთვის.

„საკითხები შეეხებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის ზრდას, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ზრდას. როგორც ეს იყო გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის სამოქმედო გეგმაში, შეიქმნა საპარლამენტო ფორმატი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. იცით, რომ ჩატარდა შეხვედრები, სადაც გვქონდა საუბარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, თუ რა შეიძლება შეცვლილიყო კანონპროექტში და გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის წევრებმა დააინიციირეს კანონპროექტში ცვლილებების შესაბამისი პაკეტები. მინდა მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომ ასე ეფექტიანად მოხდა კანონპროექტების ინიციირება, რომელიც დღეს ბიუროზე გამოვა, შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა და გადავალთ საკომიტეტო მოსმენებზე.

მინდა საზოგადოებას გავაცნო ის სიახლეები, რომელიც გამომდინარეა ვენეციის კომისიის დასკვნიდან და ჩვენი დისკუსიის ამ ფორმატში აისახა კანონპროექტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემთხვევაში, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს არ იქნება არა მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება. მეორე, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში, რომელმაც სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, ნებისმიერი დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე შეარჩიოს პირადად მან. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო იყოს განსჯისთვის. მეოთხე, იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება. მეხუთე, იზრდება საქართველოს პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან გაიზრდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. მეექვსე, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა და მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორები იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში