მოლდოვა უარყოფს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი რუსული დრონი უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიიდან მოხვდა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, მოლდოვიდან გაფრინდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებულ არც ერთ უპილოტო საფრენ აპარატს მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში არ გადაუფრენია. უკრაინულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ ოდესის ოლქის თავზე გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ან ჩაახშო“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ მოლდოვას საზღვრიდან ხმელნიცკის მიმართულებით ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები მიემართებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა