DeepState - რუსულმა ძალებმა ავდიივკას დასავლეთით კიდევ ორი სოფელი დაიკავეს

DeepState-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით წინ მიიწევენ და ლასტოჩკინოს შემდეგ მათ სოფლები - სტეპნოე და სევერნოე - აიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ორლოვკას, ბერდიჩევსა და ტონენკის მახლობლად წინ წაიწია და სტეპნოესა და სევერნოეს ოკუპაცია მოახდინა“, - წერს DeepState „ტელეგრამ“ არხზე.

24 თებერვალს DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა სოფელი ლასტოჩკინო დაიკავეს, რომელიც ავდიივკას შემდეგ მათი პირველი სამიზნე იყო. „ტავრიის“ ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერმა, დიმიტრი ლიხოვმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, ორლოვკა-ტონენკოე-ბერდიჩის ხაზის გასწვრივ თავდაცვის გასაძლიერებლად, ლასტოჩკინოდან გავიდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია