უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური - გუშინ, რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება, ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ, ყოველი ფრენის წინ მოინახულონ ახლობლები!

უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთის მიმართულებით რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ, რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება! ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ, ყოველი ფრენის წინ მოინახულონ ახლობლები, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაგიმართლებთ თუ არა,“ - თქვა ოლეშჩუკმა.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა. მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში 7 ბომბდამშენის - ხუთი „სუ-34“ ტიპისა და ორი „სუ-35“ ტიპის - ჩამოგდება მოახერხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია