ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხზე კონგრესის ლიდერებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხზე კონგრესის ლიდერებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.

კერძოდ, შეხვედრას ესწრებიან კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი, და დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, ასევე, კონგრესის ზედა პალატის - სენატის - დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. შეხვედრას, ასევე, ესწრება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი კონგრესის ლიდერებს ხვდება, რათა სწრაფად მოქმედება მოუწოდოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების დამტკიცება და მთავრობის “შათდაუნის” თავის არიდება, რომელიც შემდეგი თვის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ჟან-პიერის თქმით, ბაიდენმა კონგრესის ლიდერები ოვალურ ოფისში იმიტომ მიიწვია, რომ სურს აშშ-ის ეროვნული ინტერესები “პირველ ადგილზე იქნას დაყენებული”.

“ნახეთ, პრეზიდენტს იმის დანახვება სურს, რომ ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზეა დაყენებული, ხომ ასეა? ეს არ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ფეხბურთი, ხომ ასეა? გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მოხდება. და ასევე, გვსურს დავინახოთ, რომ მთავრობას “შათდაუნი” არ მოუწევს”, - განაცხადა ჟან-პიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა