ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა კომიტეტების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს. ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის ჩართულობა და 9-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში კომიტეტის შემდგომი ნაბიჯები გააცნო. „გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტიც და შეხვედრაც საქართველოს მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია" , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია