უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უკრაინელებმა რუსებს ორლოვკადან უკან დაახევინეს

უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები ავდიივკას დასავლეთით, სოფელ ორლოვკადან უკან დახიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომელმაც დონბასში უკრაინელი სამხედროები მოინახულა.

ამასთან, მისი თქმით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს აქტიურ შეტევას ფრონტის ხაზის ბევრ რაიონში. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სექტორებში“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ქვედანაყოფები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა და დაეპყროთ დასახლებები: ტონენკე, ორლოვკა, სემენივკა, ბერდიჩი და კრასნოჰორივკა.

„ცალკეული მეთაურის მხრიდან გამოვლინდა გარკვეული არასწორი გათვლები სიტუაციის კონტროლისა და მტრის შეფასებისას, რაც პირდაპირ აისახა თავდაცვის სტაბილურობაზე გარკვეული მიმართულებებით. მივიღე ყველა ზომა ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად, საბრძოლო მასალისა და დამატებითი რესურსების გამოყოფით, ასევე საჭირო რეზერვებით“, - აღნიშნა სირსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია