რომან გოცირიძე სააკაშვილის შეწყალებაზე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული

მისი [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, რა დროსაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც თავისით მიიღებს და პასუხსაც მხოლოდ საკუთარ თავთან აგებს.

გოცირიძის თქმით, პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, ძალიან რთულია.

„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს, მისი განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული. როდის შეიწყალებს, არჩევნებამდე თუ ნუ გვავიწყდება არჩევნების შემდეგადაც არის ქვეყნის პრეზიდენტი, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, მომავალი ხელისუფლების ფორმირებამდე ერთი თვე, დეკემბრის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. ამიტომ როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ძალიან რთულია ამაზე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მისი შეცვლილი ტონი და შინაარსი არაფერს გამორიცხავს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე” საუბრობდა.

დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრიტიკა კი არ არის, არამედ მოწოდებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრიტიკა კი არ არის, არამედ მოწოდებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს. ოლიგარქიული მმართველობა უნდა მოიშალოს ქვეყანაში და გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც კოალიციური მმართველობით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ, პირდაპირ ოპოზიციის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ოპოზიციის წისქვილზე წყალს ასხამს და ბუნებრივია, იქცევა სწორად. მისი განცხადებები ევროკავშირთან, სტატუსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, მის მიერ მხილება “ქართული ოცნების” პრორუსული მხილებისა, რომ უკრაინას უღალატა საქართველოს ხელისუფლებამ, ყველაფერი ეს ერთობლიობაში აძლიერებს ოპოზიციას და ასუსტებს „ქართულ ოცნებას”, - განაცხადა გოცირიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა