ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე - ევროპარლამენტის რეზოლუციის ამ ნაწილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს - მომავალში „ფარაზე” გავიგებთ, თუ როგორ მოხდა რეზოლუციაში ამ ცვლილების ინიცირება

რეზოლუციის ამ ნაწილსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ალბათ, მომავალში კიდევ ერთხელ „ფარაზე” გავიგებთ თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციაში ცვლილების ინიცირება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.

სამხარაძის თქმით, ეს მათთვის არ არის მისასალმებელი, როდესაც კონკრეტული რამდენიმე ევროპარლამენტარი, „რომელიც ანგაჟირებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, ითხოვს საქართველოში არ აღსრულდეს მართლმსაჯულება”.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას და ბოლო მომენტში ანა ფოტიგას მიერ შემოტანილ შესწორებას, რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება იმ სერიალისა, რომელსაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვუყურებთ, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც საერთოდ არ დაგიდევენ არც ქართველი ხალხის მისწრაფებებს, არც საქართველოს კანონმდებლობას და არც სამართლიანობის პრინციპს, ყოველ ჯერზე „ტენიან” ხოლმე რაღაც წინადადებებს რეზოლუციაში. ამ ჯერზეც ასე მოხდა და, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისასალმებელი, როდესაც კონკრეტული რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელიც ანგაჟირებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, ითხოვს საქართველოში არ აღსრულდეს მართლმსაჯულება, თუმცა ეს ჩვენმა საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის, ევროკავშირშიც კარგად იციან, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად, რეზოლუციის ამ ნაწილსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ალბათ, მომავალში კიდევ ერთხელ „ფარაზე” გავიგებთ თუ როგორ მოხდა რეზოლუციაში ამ ცვლილების ინიცირება”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ყველაზე დიდ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ პროპაგანდას წარმოადგენს სწორედ მსგავსი ჩანაწერები, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს ამ შემთხვევაში უჩნდება არასწორი აღქმები და შეხედულებები ევროკავშირთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ როდესაც მსგავსი ჩანაწერები კეთდება, და კეთდება ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანების მხრიდან, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მომავალ ევროპარლამენტში აღარ იქნებიან, ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, იმიტომ, რომ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ პროპაგანდას წარმოადგენს სწორედ მსგავსი ჩანაწერები, რადგან ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ამ შემთხვევაში უჩნდება არასწორი აღქმები და შეხედულებები ევროკავშირთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო