მამუკა მდინარაძე - არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ტყუილზე აგებული პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს.

„თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი არის მოდერნიზატორი რაღაც თანამედროვე ქართული პოზიტიური ისტორიის დამწერი, ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება მას არ მიიღებს და ყველას ვთხოვ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე ლობისტებს, რომლებიც ახერხებენ სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში, ყველამ გაითვალისწინოს, თუკი, ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, ესენი თავად არიან ვინც, მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ. საქართველომ და მისი საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარკამპანია ევროპულ განწყობებს აზიანებს საქართველოში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა