მამუკა მდინარაძე - მოდით, იმაზე ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში - არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს

მოდით იმაზე ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია.

„როდესაც რუსეთის ლიდერი ძალიან აქებს დემოკრატ ბაიდენს, რომელიც არის თანამედროვე სამყაროში უკრაინის მთავარი მხარდამჭერი რუსეთთან ომში, მათ შორის, ქმედითი მხარდამჭერი, და რუსეთის პრეზიდენტი მას აქებს და ამბობს, რომ ის ჩვენ გვაწყობსო, არაფერი არ არის გამორიცხული. ამიტომ, მოდით, იმაზეც ნუ დავდებთ თავს, ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ოკუპანტი ქვეყანა ქართულ არჩევნებში. ეს არავინ იცის რა პოლიტიკას განსაზღვრავს. გამოდგება რომელიღაც რუსი პროპაგანდისტი ან პოლიტიკოსი, შეაქებს ქართულ პრაგმატულ პოლიტიკას და რადგან ჩვენ იმავე სიტყვას ვიყენებთ, ასე პრიმიტიულად ხდება შეფასება: „პრაგმატული თქვენც ახსენეთ, იმათაც ახსენეს და ეს არ ნიშნავს, თქვენს რუსულ ვექტორს?“ - ასე პრიმიტიულად ნუ შევხედავთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩინდეს, აზიანებენ საქართველოში ევროპულ განწყობებს.

„ყველა ის დონორი ორგანიზაცია, რომლის უკანაც დგას მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩინდეს, ეს ათასჯერ აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში, ვიდრე ბევრი სხვა რამ. როდესაც დაფინანსებები ხდება პარტიული კუთხით და ამ დროს ეს არის შეფარული თითქოს NGO-ს დაფინანსებაა, ეს თავისთავად დემოკრატიის ხარისხისთვის, გამჭვირვალეობისთვის არის დამაზიანებელი. ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, გაყალბებულად აცხადებდნენ და ამისთვის მთავარ არგუმენტად იყენებდნენ იმას, რომ ISFED-მა დადო სხვა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ISFED-მა, ჩვენი მეგობრების მიერ დაფინანსებულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. და ამ დროს უნდა გვქონდეს იმის თავი და იმის შნო, რომ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს თანაბარ რეგისტრში ვუთხრათ, რომ ეს არის პრობლემა - თქვენ რომ აფინანსებთ კეთილი მიზნებისთვის, ეს ხალხი აყალბებს რეალობას ამ ქვეყანაში, ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს და ამაზე პასუხები უნდა გაგვცეთ და ამისი პრევენცია უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია