მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავსა და გურჯაანში გრძელდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავსა და გურჯაანში გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„დღეს უკვე ვიყავით თელავში, ახლა ვართ გურჯაანში. დილიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება, მოდიან, რათა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთგული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი დილიდან ჩვენ გვერდით არიან და არ წყდება ნაკადი. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, პირველ რიგში, ერთგულებისთვის და იმ იდეის გარეშემო ყოფნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია. მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და ძალიან მალე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს