ოდესაში, კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ​​ბავშვის ცხედარი იპოვეს - სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

ოდესაში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ​​ბავშვის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 მარტის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა. ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს