რომან გოცირიძე - ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა - სკანდალური აღსარება გამოუვიდა, ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა

ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა - სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის „ფეისბუკ“ სტატუსს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე წერს, ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

„ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა “ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა.

“აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა”, - წერს საკუთარ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას “მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს” უკავშირებს. ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ “მძლავრი დაჯგუფებების” ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.

სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა”,- წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობა შეაჯამა. მან სტატუსში მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია