„თიბისი“ თანამშრომლებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს

„თიბისისთვის“ თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, „თიბისელებს“ დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა.

„თიბისის“ ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი, გვანცა მურღვლიანი აღნიშნავს, რომ „თიბისელების“ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„თიბისელების“ კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის სხვადასხვა უპირატესობის შექმნით ვაღწევთ. „თიბისელების“ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „თიბისელებს“ ჯანმრთელობის სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ და მუდამ ვფიქრობთ, დამატებით რა პროექტები და აქტივობები შევქმნათ“, - განაცხადა გვანცა მურღვლიანმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისი“ აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, „თიბისელების“ მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ტარდება თერაპიული "ვორქშოპები", ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლითი ვარჯიშები და სხვა. „თიბისელების“ დაზღვევის პაკეტები ფსიქოლოგთან ვიზიტებზე 50%-იან ფასდაკლებას მოიცავს.

„სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა - ფონდი „თიბისელები“, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. „თიბისელები“ ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად ასობით „თიბისელის“ ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. ფონდი თითოეული „თიბისელის“ საამაყო პროექტია. საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს.

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და, სადაც ჯანსაღი ურთიერთობები, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაგხვდება, შეუერთდი „თიბისის“ გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე - გახდი თიბისელი, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო