ირაკლი კობახიძე - სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“თვითონ თავისი მილიონი პირველად უშოვია რუსეთში და ეტყობა რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს, ეს არის მისი საქმე. სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს წასასვლელი, მითუმეტეს, მანქანაც დაეწვა, რომლითაც საქართველოს შემოვლას გეგმავდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ „34 კვირის შემდეგ ბიძინა წავა სახლში, მოსკოვში!“

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა