ელგუჯა ბაგრატიონი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას. პროდასავლური პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნებიან, რა თქმა უნდა ყველასთან ერთად მოვალთ კოალიციური მთავრობით ხელისუფლებაში და მეორე დღიდან ჩვენ მოსახლეობაზე ზრუნვას დავიწყებთ. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გავაკეთეთ „გამარჯვების კოალიცია“ და ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილთან ერთად მთავარი ოპოზიციური ძალა გამარჯვებას მიაღწევს“, - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა