თაკო ჩარკვიანი - დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი?

დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სჯობს პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ქილიკს თავი დაანებონ.

დავით მათიკაშვილმა ბრძანა, რომ უცხოური დაფინანსება ცუდიაო, დიახ, აბა რა! და რუსული დაფინანსება როგორია? არ არის ცუდი? ოკუპანტი ქვეყნიდან რომ შემოდის თანხები, როგორია ეგ ამბავი? და ოჯახები რომ ყვავის და იმით, რომ საკუთარ შვილებს კვებავენ, ეს სირცხვილი არ არის? საზიზღრობა არ არის? შეერგება ეგეთი ფული ვინმეს? რომელ უცხოურ დაფინანსებაზე ვლაპარაკობთ, არ ვიცით რაც ხდება?! ორი კაპიკით რომ მოვიდნენ და სასახლეები რომ აქვთ წამოჭიმული, რის ხარჯზე ხდება საქართველოში? სად იშოვება ამ ქვეყანაში მილიონები? სად? რა საწარმოებია ამ 12 წლის განმავლობაში გაკეთებული? რა ფული ამოაქვთ იქიდან ბიზნესმენებს? მე ეს არ მესწავლება, ძალიან კარგად ვიცი, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ამიტომ კი ნუ ვექილიკებით ერთმანეთს, რაღაც ნორმალური ქვეყანა დავტოვოთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები უცხოეთიდან შემოსული თანხებით ფინანსდება. როგორც მან აღნიშნა, როცა უცხოურ ფულსა და უცხოურ დაფინანსებაზე ზის ქართული პოლიტიკა, ყველაზე დიდი ამორალურობაა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება