რომან გოცირიძე უმრავლესობას - აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ, მაგრამ ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე

როგორც გინდათ აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ მიწაში, მაგრამ იდეიდან ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რომან გოცირიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის გულისხმობს.

კერძოდ, კანონპროექტთან დაკავშირებით გოცირიძის გამოსვლამდე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და გოცირიძის კანონპროექტი გააკრიტიკა, საპასუხოდ კი გოცირიძემ მას „მლიქვნელი“ უწოდა.

„ბატონო გიორგი, არ მინდოდა, მაგრამ ისევ თქვენ გამომიწვიეთ, თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ მლიქვნელთაგან, რომელიც კომიტეტზე აქტიურობდა და რომელმაც ძალიან არაკორექტულად ისაუბრა, მათ შორის პიროვნულად. ბევრჯერ განმიცხადებია და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, როგორც გინდათ აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ მიწაში, მაგრამ იდეიდან ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე. როგორც კი, პერსონალურ შეფასებაზე გადადიხართ,აი, დაგმარხავთ მიწაში - აქედან, მედიიდან, „ვანოს შოუდან“", - განაცხადა გოცირიძემ.

მანამდე „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რომ გოცირიძის თავის გამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა მეცნიერებათა აკადემიას.

„ბატონო რომან, მეცნიერება თქვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. თქვენ, არამხოლოდ ქართულ მეცნიერებას მიაყენეთ შეურაცხყოფა, არამედ კოლეგებსა, იმიტომ, რომ ლაქიები უწოდეთ და ლაქიები მოიკითხეთ თქვენკენ. ამ კანონპროექტში ერთადერთი რამ გაქვთ გაწერილი, როგორ უნდა შეუტიოთ ქართულ მეცნიერებას, როგორ უნდა გაყიდოთ შენობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, როგორ უნდა დატოვოთ შემოსავლის გარეშე ქართველი მეცნიერები. აღარ ვილაპარაკებ იმაზე, საერთოდ ვერ ერკვევით საკითხში ძალიან ბუნდოვანია თქვენ მიერ ჩამოყალიბებული ხედვა. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ ფიზიკურად ნამყოფი არ ხართ, არ იცით რა ხდება მეცნიერებათა აკადემიაში, რა მიღწევებია, რა გამოცემებია და რა სიმპოზიუმები ტარდება“ , - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა და კითხვით მიმართა გოცირიძეს, რას უპირებს მეცნიერებათა აკადემიაში მყოფ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრ სიმპოზიუმს, გამოცემებს და საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას უკეთებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში