შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ვხედავთ ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა

მე მიკვირს, რომ ჩვენ ვხედავთ, ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით - „იატაკქვეშური“ მეთოდებით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი საქართველოში არსებულ ყველა უცხოურ ფონდს და საელჩოებს მოუწოდებს, რომ დააკვირდნენ მათი ქვეყნიდან მომდინარე ფინანსებს, „თუ რამდენად მიდის ის პარტიების ჯიბეში და სალაროებში“.

„ეს ნელ-ნელა უკვე ჩნდება და აშკარა ხდება, სერიოზულ სახეს იძენს ეს პრობლემა, ვინაიდან გამოდის მზის შუქზე, რომ თურმე აწყობილია მთელი სქემა, რომლითაც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან ქართველი პოლიტიკოსები. ეს არის პირდაპირ ჩარევა, ახლა კი განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში და ეს არ არის მეგობრული აქტი არცერთი ქვეყნისგან, თუ რომელიმე ფონდისგან, ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში ჩარევა. ეს არის ის, როგორც რუსეთი იქცევა და მე მიკვირს, რომ ჩვენ ვხედავთ, ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით - „იატაკქვეშური“ მეთოდებით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა. პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან. ამიტომ მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა უცხოურ ფონდს, საელჩოებს მათ ქვეყნიდან მომდინარე ფინანსებს დააკვირდნენ, რამდენად მიდის ის პარტიების ჯიბეში და სალაროებში, ვინაიდან ნელ-ნელა მჟღავნდება ეს ყველაფერი. მე მინდა, რომ მათ ეს თავადვე აღკვეთონ და შემდეგ ასეთი სკანდალებით, რომელიც შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე, როგორც ელენე ხოშტარიას შემთხვევაში იყო, აღმოჩნდა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი მის პარტიას და საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. შეგახსენებთ, ეს გახლავთ ფონდი, რომელიც ევროკავშირის ფულს ხარჯავს, რომლის ბორდში არის ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის ანა ფოტიგა და გასაგებიცაა ისინი, რაშიც ხარჯავენ ფულს. მათ შორის, მე ერთ-ერთმა ევროპელმა პირმა დამიდასტურა, რომელიც მის დაფინანსებულ პროექტებს იცნობს, რომ ამ პროექტებს აქვს პოლიტიკური ხასიათი. ამიტომ, ეს სანამ არ გასკანდალდება ჯობია ამ ორგანიზაციებმა, ფონდებმა, საელჩოებმა თავად იზრუნონ და ჩაკეტონ უკანონო, არალეგალური დაფინანსების წყაროები ქართული პოლიტიკის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ