პაატა მანჯგალაძე - არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება

არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.

მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა.

„ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ეს საკითხი და მიიყვანოს ბოლომდე. როცა კანონპროექტი ექნება დასრულებული, მე პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სხვანაირად. „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა