გია ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს - ყოველთვის სააკაშვილის კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა - მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი

ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, კლონად დარჩებით, მის ლანდად, მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს რომან გოცირიძეს.

მან საკუთარ გამოსვლაში რომან გოცირიძეს 2012 წლამდე არსებული წარსული შეახსენა.

„მე ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ემოციები იმ ემოციებთან მოსატანი არ არის, რაც გადაიტანეს თქვენი ხელისუფლების ხელიდან სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანებმა. თქვენ მაშინ ეტყობა სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდით. როცა ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, არბევდნენ, იჭერდნენ, მამაკაცებს აუპატიურებდნენ, თქვენ ამ საშინელებების მდუმარე მოწმე იყავით, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა. შემდეგ თქვენ, თქვენმა ბელადმა გიწოდათ კლონი. ყოველთვის მისი კლონი იყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა მაინც კლონი ხართ და კლონად დარჩებით მთელი ცხოვრება. მიხეილ სააკაშვილის ლანდად. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდითაც არ გაქვთ არანაირი შანსი, რომ თქვენმა ბობოქარმა სულმა ოდესმე განისვენოს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვერიდები არცერთ მომენტს, არცერთ ნაბიჯს ჩემ მიერ გადადგმულს ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს, მაგრამ თქვენ კი კარგად წარმოგაჩენთ როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ, ჩემო ძვირფასო კოლეგავ. ასევე, როგორი ცრუ და ყალბი ყოფილხართ სწორედ ისე, იმ ზომით და იმ ხარისხით როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ, შეასაღეთ უბედურ ქართველ ხალხს, დაღუპეთ, გააცამტვერეთ, გააჩანაგეთ და მაგ რეფორმით ამაყობთ.

ახლაც იღიმით, ისევე იღიმით, როგორც თქვენი მეგობრები იღიმოდნენ 2012 წელს, როცა მე ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი. მაშინაც იღიმოდა ხათუნა კალმახელიძე, ბაჩო ახალია და სხვები და თქვენ ხომ იქიდან შორს არ ხართ წასული. ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, ე.წ. კოლეგიალობაც და დარჩებით საქართველოს ისტორიაში იმად, რაც ხართ და რასაც ახლა წარმოადგენთ“,-განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში