გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში - სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, მამკოდაში, სოფელ გლდანში, ლელუბანსა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ბურიანი, მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეტი, დევდორაკის მთა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, სოკურიანი, ქვეშეთი, გუდრუხი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს