პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წლიური ანგარიშები მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წლიური ანგარიშები მოისმინეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ დეტალური ინფორმაცია წარადგინა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2023 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებებით, ასევე ინსტიტუციური განვითარების სფეროში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, ასევე დღეს ნდობის ჯგუფის წევრებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის, ნიკა ცხვარაშვილის მხრიდან უწყებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, საიდუმლო შესყიდვების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ნდობის ჯგუფში დღეს ორი უწყების მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოვისმინეთ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2023 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებებით, ასევე ინსტიტუციური განვითარების სფეროში. აღნიშნული მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საფრთხეების შესახებ ინფორმაციის წინმსწრებად მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების ინფორმაციით დროული უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოსთვის საზიანო ქმედებების ხელშეშლის, მათი უარყოფითი ეფექტის შემცირების და განეიტრალების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; დაზვერვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ნდობის ჯგუფის წევრებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის, ნიკა ცხვარაშვილის მხრიდან უწყებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, საიდუმლო შესყიდვების და ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია მოვისმინეთ", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მისი მანდატი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობაა. ნდობის ჯგუფი შესაბამისი უწყებების წლიურ ანგარიშებს ისმენს და ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მართავს თემატურ მოსმენებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს