სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენი მომავალი წყდება არჩევნებში - ეს არ არის რომელიმე ადამიანის თუ პარტიის არჩევანი, ეს ევროპის არჩევანია, ეს არის რეფერენდუმი

მე მაქვს სათქმელი ახალგაზრდებისთვის, რომ რასაც იცავდნენ შარშან ქუჩაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც წლის ბოლოს იქნა მიღებული, არის მათი დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, 7-8 მარტის აქციებისგან განსხვავებით დღეს ქვეყნის მომავალი არა ქუჩაში, არამედ არჩევნებზე წყდება და მასში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდებმა იგრძნეს თავიანთი ძალა. იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს, მოლაპარაკებების გახსნას. დღეს უკვე ქუჩაში არ წყდება [მომავალი], ჩვენი მომავალ წყდება არჩევნებში და მათი მონაწილეობა არის გადამწყვეტი. მე ვიცი პირადად ბევრი ახალგაზრდა, რომელიც თავს იკავებს წასვლისგან იმ მოლოდინში, რომ პერსპექტივა გაჩნდა და განხორციელდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება დიასპორის ჩართულობაც.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ექნება საუბარი ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან უცხოეთში, რათა გაკეთდეს ყველაფერი, რომ დიასპორის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობა გამარტივდეს.

„ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში. ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის თუ პარტიის არჩევანი, ეს არის ევროპის არჩევანი, ეს არის რეფერენდუმი და მე მგონი, დიასპორაში ვინც ცხოვრობს და ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროპის ნაწილი და მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ვიცი, რომ რთულია, ძალიან ბევრი შეზღუდვები არსებობს ამ გზაზე. ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება გავამარტივოთ არჩევნებში მათი მონაწილეობა.

ბარიერი აქვთ ის დღე, რაც არჩეულია, შაბათი, ასევე ის, რომ შორს ცხოვრობენ, რეგისტრაცია როგორ გაიარონ ამ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. მე მექნება პირდაპირი საუბარი ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან უცხოეთში.

ეს ყველას საქმეა, რომ ჩვენ ვისაც ვიცნობთ უცხოეთში, ვუთხრათ, რომ ან აიღეთ ბილეთი და ვისაც შეგიძლიათ ჩამოდი, ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება ჩამოსვლა, რომ შენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტო ან ადგილზე, როგორც შეძლებთ მაქსიმალურად მობილიზაციით თქვენი ბედი არის ამ წელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო