ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს ომი გადარჩენისთვის ომია, თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს - ისინი, ვინც იღლებიან, ჩამოვიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა

ეს ომი გადარჩენისთვის ომია - ვინც იღლება, ჩამოვიდნენ და ილოცონ იმისთვის, რომ ომი მათ ქვეყნებში არაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, მაშინ არ გადარჩება და თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი გზას გააგრძელებს, რადგან უკრაინას საქმე აქვს „არაადეკვატურ ადამიანთან“.

“ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა არ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება და არ გაუძლებს, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და თავის სიკვდილამდე კრემლში იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქმე იმ საფრთხეშია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს მთელი ევროპისთვის და პარტნიორები არ უნდა დაიღალონ, არამედ, პირიქით, უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო.

“ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან - დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს