ქიმწმენდის ობიექტებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა - იკრძალება მათი საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც - დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი - მინიმუმ, 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისათვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.

„ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. აქ დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს, ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ახალი რეგლამენტი, ძალაში, 2024 წლის სექტემბრიდან შევა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია