შალვა პაპუაშვილი - ჟიული შარტავა არის თავდადების, მოყვასის სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითი

მოხარული ვარ, რომ პარლამენტის სასახლეში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და საშუალება გვაქვს, მისი მეგობრების მონაწილეობით გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჟიული შარტავა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითია და მას ქართველმა ხალხმა ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭა.

„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც ქართველმა ხალხმა ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭა, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ რა განსაზღვრავს გმირობას და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, რომ არ არსებობს გმირობის რეცეპტი. ეს არის მომენტი, ეს არის ინდივიდუალური აქტი, რომელიც ადამიანს საზოგადოების თვალში აქცევს გმირად - აღიარებულად, ზოგჯერ არაღიარებულად, მაგრამ ეს არის რაღაც მომენტი, რომელიც შეიძლება დადგეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და როდესაც მას უწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

ჟიული შარტავას გმირობის ისტორია სწორედ ის მომენტია, რომელიც ყველას, ვისაც გვახსოვს ომი, მისი ტრაგიკული დღეები და მათ შორის, კადრები, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება და გმირების სამუდამო სავანეში გადაინაცვლა. ის შესაძლოა გადარჩენილიყო, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ და უშიშრად შეეგება სიკვდილს. ამიტომაც ის არის მაგალითი თავდადების, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულის, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და კიდევ ერთხელ მაგალითი იმისა, რომ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში სპეციფიკური მომენტი, როდესაც მას შეუძლია მიიღოს გმირული გადაწყვეტილება, რის გამოც შემდეგ საზოგადოება მას გამოარჩევს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ (გიორგი) კაციამ, აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარე როინ მეტრეველმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ მიმართეს.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ფოტოების გამოფენაც გაიმართა.

ასევე, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ