ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2008

ქართული პრესის მიმოხილვა      09.12.2008

•;ალასანია მოდის...

•;"განაციონალებული" ძველი "მხედრიონელების" დაპატიმრება გრძელდება

•;აშშ-ის ახალმა და ძველმა ადმინისტრაციამ რუსეთი სასტიკად გააკრიტიკა

ალასანია მოდის...

"ახალი მემარჯვენეებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურ გაერთიანებას, ირაკლი ალასანიასთან ერთად, შესაძლოა სოზარ სუბარიც შეუერთდეს მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის თანამდებობას დატოვებს. სუბართან კონსულტაციების მიმდინარეობას "ახლები" და "რესპუბლიკელები" არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, განსხვავებით თავად სუბარისაგან, რომელმაც კონსულტაციების არსებობა ფაქტობრივად დაადასტურა. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიძლება ნინო ბურჯანაძესთანაც ითანამშრომლოს, ოღონდ ერთი პირობით - ბურჯანაძემ საპრეზიდენტო ამბიცია უკანა პლანზე უნდა გადაწიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სუბარიც შეიძლება "ახლები-რესპუბლიკელებთან" ვიხილოთ / ირაკლი ალასანია 15 დეკემბერს ჩამოდის.

"გუშინ, პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ "ახლებმა" და "რესპუბლიკელებმა" ოფიციალურად გამოაცხადეს. ამ გაერთიანების კარი ღიაა იმ პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ქვეყნის მომავალს ისე ხედავენ, როგორც ეს პოლიტიკური ძალა. "ახლები-რესპუბლიკელების" სავარაუდო მომავალი პარტნიორი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პარასკევს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებას წაიკითხავს, რომელზეც, წყაროს ინფორმაციით, იმ პირთა გვარებს დაასახელებს, ვინც უშუალოდ გასცა 7 ნოემბრის დარბევის ბრძანება. "რესპუბლიკელების" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, ახალი გაერთიანება მზადაა ფართო პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ ყველა იმ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, ვისთანაც მიაღწევენ შეთანხმებას ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრობლემა ის არის, რომ ნინო ბურჯანაძეს ვერ წარმოუდგენია თავი, გარდა პრეზიდენტის როლისა. თუ ის მოახერხებს, დაძლიოს ეს ამბიცია და მზად იქნება, რომ ერთიან სტრუქტურაში დაეთანხმოს მომავალი პრეზიდენტის სხვა კანდიდატურას, მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ჩვენი გზები გაიყოფა, რადგან ჩვენ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია, რომ ქალბატონი ნინო არის მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ალტერნატივა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე.

"ახლებისა" და "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი რომ ირაკლი ალასანია იქნება, ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობს მანამ, სანამ თავად ალასანია არ გაგვაცნობს თავის სამომავლო გეგმებს. ეს კი უახლოეს დღეებში მოხდება - არსებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია სამშობლოში 15 დეკემბერს ბრუნდება", - წერს სტატიის ავტორი.

"რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ. "ახლები" და "რესპუბლიკელები" გრძელვადიან პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან და ქვეყანაში ხელისუფლების აღებისთვის ოფიციალურად იწყებენ მზადებას. როგორც ალიანსის ლიდერები აცხადებენ, ალიანსი იანვრის ბოლომდე საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მაშინ გადაწყდება ლიდერისა და საერთო ატრიბუტიკის საკითხიც", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას! / "მემარჯვენეებსა" და "რესპუბლიკელებს" ალასანიას სიყვარული აერთიანებთ?

"მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელები" საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრენი არიან, "მემარჯვენეები" კი საპარლამენტო მონარქიის, მათ ამ საკითხზე შუალედური პოზიცია შეაჯერეს, რაც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში საპრეზიდენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტის ფონზე. ახალი პოლიტიკური ალიანსი ვადამდელ არჩევნებზე აკეთებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ სწორედ რიგგარეშე არჩევნებით შეძლებენ ხელისუფლების შეცვლას. თუმცა, რამდენად დანიშნავს სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს, ძნელი სავარაუდო არ არის. რიგგარეშე არჩევნების მისაღწევ გზაზე ახალი პოლიტიკური ალიანსის წევრები არ გამორიცხავენ საპროტესო აქციებს საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად. პოლიტიკური ალიანსი მზად არის, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაუღოს კარი. რამდენად მიმზიდველი იქნება ეს ალიანსი დანარჩენი პარტიებისთვის, ეს ალბათ ერთ თვეში გაირკვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტების ინტერესი ყოფილი ელჩის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდა, მაგრამ ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს გამყრელიძე და უსუფაშვილი თავად ალასანიას უთმობენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ არ მიუღია იმის გამო, რომ დაიღალა ან თავს ანებებს პოლიტიკას. მაგრამ სასურველია, მის მომავალ საქმიანობაზე თავად მას მოვისმინოთ და მისგან გავიგოთ, რამდენად ეფექტურად აპირებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას. მე ერთს დავადასტურებ, რომ ის ნამდვილად სასურველი პარტნიორია ამ კოალიციაში, ალტერნატივის ჩამოყალიბებაში. მას ნამდვილად აქვს რესურსი, იყოს გამოკვეთილი ფიგურა დღევანდელ და ხვალინდელ საქართველოში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე და შეკითხვას - "შეიძლება ოპოზიციის ლიდერი გახდეს ალასანია?" - პასუხობს:

"ერთიანი ოპოზიციის ფორმატი ალბათ არ იქნება. ეს სტერეოტიპი ჩვენს ქვეყანაში უნდა მოვშალოთ. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი ალიანსისა და "ლეიბორისტების" ერთად ყოფნა. შეიძლება მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე იყოს კოორდინაცია. ისევე, როგორც ვერ წარმომიდგენია ნოღაიდელთან და ასეთი ტიპის პოლიტიკოსებთან ერთ კოალიციაში ყოფნა. ხოლო ყველაზე მსხვილი, სერიოზული ალტერნატივის ლიდერი შეიძლება იყოს ირაკლი ალასანია, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული".

"განაციონალებული" ძველი "მხედრიონელების" დაპატიმრება გრძელდება

"გუშინ კიდევ ერთი ძველი, "განაციონალებული" "მხედრიონელი" დააკავეს. სოდ-ს გასაიდუმლოებულ ვითარებაში აუყვანია ყოფილი მხედრიონელი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა", რომლის დაკავებასაც პირდაპირ უკავშირებენ რამდენიმე დღის წინ, ასევე საიდუმლო ვითარებაში ლევან კაპანაძის, იგივე "ტილიკას" დაკავებას, ანუ "ზარალას" დაპატიმრება გაგრძელება გამოდის იმ სერიალისა, რომელიც ხელისუფლებას ძმები რურუების წინააღმდეგ დაუწყია.; უფრო კონკრეტულად, "ტილიკა", რომელიც ნიკა რურუას მეგობარია და სამშენებლო კომპანია "აქსისის" დამფუძნებლად და "კრიშად" მოიაზრება, რამდენიმე დღის წინ აეროპორტში დააკავეს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ძმები რურუების გარემოცვის დაპატიმრებები გრძელდება / გუშინწინ "ზარალა" დააკავეს?

"არის ინფორმაცია, რომ "ტილიკა" ნიკა რურუას დავალებით ორჯერ ყოფილა ჩასული ამერიკაში ირაკლი ალასანიასთან. წყაროს თქმით, სწორედ ამ ვიზიტებს უკავშირდება "ტილიკას" დაკავება და რურუების წინააღმდეგ აგორებული დაკავებების ტალღა. დაჭერების ახალი ტალღა იმდენად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდება, რომ შსს-სა და პროკურატურაში ბრალდების შესახებ ინფორმაციებსაც კი არ ამჟღავნებენ. წყაროს ინფორმაციით, რურუების სამეგობროს თაღლითობაში, გაფლანგვასა და თანხების მითვისებაში სდებენ ბრალს. არადა, ერთ დროს ეს ხალხი სააკაშვილმა ლამის გმირებად გამოაცხადა... ნიკა რურუას ხელშეწყობით, ძველი მხედრიონელი "ვამპირა", დათო წერეთელი ხსნიდა ტელევიზიას, რისთვისაც მას მილიონნახევარი (პირველ ეტაპზე) რურუას დახმარებით "უფეშქაშეს", ტელევიზიისთვის საჭირო ტექნიკა ჩინეთიდან ჩამოვიდა. დღეს კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ შემდეგი, ვისაც სოდ-ი მიუკაკუნებს, სწორედ წერეთლის ოფისი იქნება. უფრო მეტიც, მხოლოდ "ვამპირას" დაკავებას არ ვარაუდობენ..." - აღნიშნავს გამოცემა.

აშშ-ის ახალმა და ძველმა ადმინისტრაციამ რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა

"აშშ-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევის შემდეგ პირველად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კოფლიქტის თემაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თავის მხრივ აცხადებს, რუსეთის ინიციატივა ევროპაში უსაფრთხოების შესახებ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა იმის გამოც უარყვეს, რომ მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონი კვლავ მოსკოვს აკისრებს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით პრინციპული ობამა და იმედგარუებული რუსეთი.

"ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობა გვსურს იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ გვინდა რუსეთს გავუგზავნოთ სიგნალი იმის შესახებ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან ასე მოქცევა არ შეიძლება" - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა... გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ, საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ეუთოს ჰელსინკის მინისტერიალზე უარი განაცხადეს რუსეთის წინადადებაზე, ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის საკითხზე სამიტის მოწვევის შესახებ. მისი თქმით, "აშშ ამ იდეას არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს". ხოლო კითხვაზე, რატომ ვერ აიცილეს უსაფრთხოების არსებულმა სტრუქტურებმა აგვისტოს ომი, აცხადებს: "ჩვენი შეხედულება ნათელია. საქართველო პროვოკაციაში ჩაითრიეს და ეს რუსეთმა გააკეთა. საქართველომაც ამ მახეში გაბმით დიდი შეცდომა დაუშვა". ბრაიზამ აღნიშნა, რომ არ სრულდება სარკოზი-მედვედევის შეთანხმების პირველი პუნქტი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული მისიების თავისუფლად შესვლას გულისხმობს. ასევე მეხუთე პუნქტი, რომელიც 6 აგვისტოს პოზიციებზე ჯარების დაბრუნებას ითვალისწინებს. რაც შეეხება შეთანხმების მეექვსე პუნქტს, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, ბრაიზას განცხადებით, "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით რუსეთმა ამ პროცესის ბლოკირება მოახდინა", - აღნიშნავს გამოცემა.

"განცხადება აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც გააკეთა. მისი თქმით,; რუსეთის პოლიტიკის ცვლილება ბუშის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "აშშ ცდილობდა, რუსეთისთვის მიეცა შანსი, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის მონაწილე გამხდარიყო XXI და არა XIX საუკუნის პირობებით", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ "სამწუხაროდ, ნავთობზე მაღალმა ფასებმა და "ფერადი რევოლუციების შიშმა" რუსეთი ისეთი გახადა, როგორსაც ჩვენ არ ველოდით", - წერს სტატიის ავტორი.

"აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობების პირველი კონტურები გამოიკვეთა. ბარაკ ობამა რუსეთის მიერ საქართველოს; განადგურებას არ დათანხმდება და რუსეთის ხელისუფლებას ლოიალური დამოკიდებულებით ვერ გაახარებს. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვოიაჟისას დმიტრი მედვედევის კმაყოფილება, როდესაც მან ძველ ადმინისტრაციას "საღი აზრი" მოუწონა და მაპ-თან დაკავშირებით თეთრი სახლის საჯარო განცხადებით აღფრთოვანდა, ხანგრძლივი არ გამომდგარა. არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედვედევს სიხარულის მიმიკა სახეზე შეაყინა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ობამამ მედვედევს ღიმილი სახეზე შეაყინა.

"ისე, საქართველოს გარეშეც რომ ვერ იქნება აშშ-რუსეთის ურთიერთობა ხავერდოვანი, იქიდანაც ჩანს, რომ ობამამ რუსეთს ჰამასისა და ჰეზბოლას დაფინანსების შეწყვეტა მოსთხოვა. მისივე თქმით, თეთრი სახლის პოლიტიკა არც ირანთან, კერძოდ კი მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეიცვლება. აშშ-ის პრიორიტეტები, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება, რომელშიც საქართველოსაც თავისი ადგილი აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო