რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ჯარებმა წუხელ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღაზიები, სასტუმრო და დაახლოებით 13 ავტომობილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

ამასთან, გუშინ რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის თქმით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

"რუსეთმა სუმის ოლქს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. არიან დაშავებულები, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახი და მეგობრები დაკარგა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ბოროტებაზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს