მიხეილ სარჯველაძე ვეტოზე - დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული, მაგრამ უარყოფითად გაოცებული დავრჩი - თქვენ იქ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია

პრეზიდენტის ვეტოს დოკუმენტი აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრულია - იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია და შემდეგ პრეზიდენტი საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, არამედ ახალ ინიციატივას აყალიბებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს დაადო.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში შინაარსობრივად დაადასტურა, რომ მიღებული ცვლილებები მართებული იყო.

"სრულიად გულწრფელად ვამბობ, რომ დიდი ინტერესით გავეცანი მოტივირებულ შენიშვნებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო კონტრარგუმენტი. პრინციპში, მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერით იქნებოდა განპირობებული და არ იქნებოდა სამართლებრივი არგუმენტაცია, მაგრამ მენდეთ, რომ ნამდვილად უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე დოკუმენტი, რასაც ვეტო ჰქვია. იქ თქვენ ამოიკითხავთ რეალურად იმის აღიარებას, რომ კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, სამართლებრივად სწორია, იმიტომ, რომ თვითონ ხვდება პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება მოადგილე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული, ამას ხვდება და შემდეგ საუბრობს არა იმაზე, თუ რატომ არ ეთანხმება ამ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული, არამედ ავითარებს მსჯელობას, რომ ადრე მიღებული ცვლილებების მიხედვით უნდა მოხდეს კონსტრუირება ცესკოსი, ან დაკომპლექტება და ა.შ. ახალ ინიციატივას აყალიბებს. აბსოლუტურად გაუმართავია, ლოგიკურად არათანმიმდევრული, ვეტო, რომლის განხილვაზეც ვსაუბრობთ," - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში