ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვარო ძალების კორვეტის „ჰეტმან ივან მაზეპა“ მონახულებით დაიწყება, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ვერფებში შენდება.

ასევე ვიზიტის დღის წესრიგშია ვოლოდიმირ ზელენსკის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრა, უკრაინული და თურქული დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, და უკრაინის პრეზიდენტის თურქული თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენცია არის დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ისეთი თემები იქნება განხილული, როგოროებიცაა მშვიდობის ფორმულა, მშვიდობის სამიტის ორგანიზება, შავ ზღვაში ტრანსპორტირების უსაფრთხოება, საკვების გლობალური სტაბილურობა, და რუსეთის მეირ უკრაინელი ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია