პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა

დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა. - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება და „ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ [„ქართულ ოცნებას“]“

„ერთი თვეც არ არის გასული რაც “გამარჯვების კოალიციამ" განვაცხადეთ, რომ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში ადამიანს და მისი პრობლემის მოგვარებას დავაბრუნებდით. დღეს უკვე ყველას უწევს ამ რეალობისთვის თვალის გასწორება.

მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია ცდილობს გაექცეს ხალხის სამართლიან შეკითხვებს, რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი პროდუქტები? რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან? რატომ მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი კლანი და რატომ ღარიბდება ხალხი? მათი კომენტარები ნათლად მიუთითებს, რომ ისინი სრულიად დაშორებულები არიან ხალხს. დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა.

მაშინ, როცა მოქალაქეზე უკეთ ვინ იცის თუ რა პრობლემებთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება. ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ“, - პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ