სამინისტრო - მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას - მისი განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობასთან კავშირში არ არის

თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას და სამომავლოდ, ადგილობრივი რეისების პარალელურად, საერთაშორისო რეისებიც მიიღოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, კითხვაზე, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ასეთ შემთხვევაში, ვაზიანის აეროპორტის აშენებაზე რა გადაწყვეტილება მიიღება და საბოლოოდ, რა ბედი ელის თბილისის აეროპორტს, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ თელავის აეროპორტის განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობასთან კავშირში არ არის.

„თელავის აეროპორტის განვითარების საკითხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობის საკითხთან კავშირში არ არის. არაერთხელ ცალსახად ითქვა, რომ ვაზიანის აეროპორტი განიხილება თბილისის ამჟამინდელი აეროპორტის ალტერნატივად, თუკი მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ეს პროცესი გავლენას ვერ მოახდენს თელავის აეროპორტის განვითარებაზე, რადგან საწყის ეტაპზე, ის შიდა აეროპორტის ფუნქციას შეასრულებს. თუმცა, სამომავლოდ, მგზავრთნაკადისა და მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, ის შეიძლება საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაშიც კი, თელავი ვერ იქნება თბილისის აეროპორტის საპირწონე - ის დარჩება რეგიონული მნიშვნელობის აეროპორტად, რომელიც შეძლებს საერთაშორისო რეისების მიღებას, მათ შორის, ჩარტერული ფრენების.

ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოში ტურიზმი და ავიაციის ინდუსტრია ზრდადი დინამიკით ვითარდება. გამტარუნარიანობის თანაბარი და პროპორციული მატება ფიქსირდება საერთაშორისო აეროპორტებში. სამიზნე ტურისტულ ბაზრებზე იზრდება მოთხოვნა საქართველოსა და მისი ცალკეული რეგიონების მიმართ, როგორც გამორჩეულად მიმზიდველი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და მათ შორის, კახეთის მხარე ერთ-ერთი ლიდერია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, თუ დავინახავთ, რომ კახეთის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების შესრულებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, სახელმწიფოს მხრიდან დღის წესრიგში შეიძლება დადგეს თელავის აეროპორტში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების საჭიროება. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ აეროპორტის განვითარების პირველ ფაზას ისე ვახორციელებთ, რომ მისი გარდაქმნა საერთაშორისოდ იყოს სწრაფი და ეფექტური.

ჩვენი გადაწყვეტილება თელავის აეროპორტის მიმართ მომდინარეობს საქართველოში აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვიდან. ამიტომაცაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უწევენ, არამედ, პირიქით, მათი ბიზნეს მოდელები ერთმანეთს ავსებენ და ამით სტიმულირებას უწევენ დამატებითი ტურისტული ნაკადებისა და ავიარეისების შემოსვლას.

გამომდინარე აქედან, თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც, გეგმაზომიერი და კვალიფიციურ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს