იემენის მთავრობის ინფორმაციით, აშშ-დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ავრცელებს.

იემენის მთავრობის ცნობით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ობიექტებს დასავლეთ იემენის საპორტო ქალაქებსა და სხვა პატარა ქალაქებში დაარტყეს.

„ჰუსიტების“ სატელევიზიო არხი Al Masirah აცხადებს, რომ სულ მცირე 17 საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის მთავარ საპორტო ქალაქ ჰოდეიდასა და რას-ისას პორტში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად გემი „პინოქიო“ არ დაზიანებულა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ