გიორგი კახიანი - სინამდვილეში ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები - მათი მიზანია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წარსული და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს.

„პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება - იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან" დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ