გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს - მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი

ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს - ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, თითქოს რაღაც ახალი შექმნეს.

გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, და ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს. ეს არის რეალობა. ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის მხოლოდ. ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილო. დაძველდა ეს მანქანა, გადასაგდებია. ახლა ჰგონიათ, რომ ახალი ციფრებით ხალხს დაარწმუნებენ, იმაში, რომ რაღაც ახალი იქმნება. „ნაცმოძრაობაა“, იქით ვეღარ წავიდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს