ანრი ოხანაშვილი - პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის - ეს ადამიანი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის. მისი თქმით, კარგია, როდესაც კეზერაშვილის შემთხვევაში წერტილი დაესვა კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას.

,,პარადოქსია ის, რომ კეზერაშვილი ამერიკას უჩივის. ეს ადამიანი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იკვეთება ის, რომ მას არც აქამდე არ უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია, როცა წერტილი დაესმება ხოლმე კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები დასრულდება არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, კრიმინალის ინტერესების საზიანოდ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ