ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა,  ვიდრე იხდიდნენ

მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ და როგორ ხდება, რომ პორტამდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, ბენზინგასამართ სადგურზე კი საწვავის ფასი ორმაგდება? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა.

„ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან - რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს იგივე რაოდენობის საწვავში 62 ლარის გადახდა უწევთ. როგორ ხდება, რომ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ფაქტობრივად ათი ლიტრი საწვავი მოპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც საწვავს ყოველდღიურად მოიხმარენ. შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ - რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ საქართველომდე 1.65 ლარად მოდის - ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი 1.65 ლარი ჯდება და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად 200 მეტრში უკვე საწვავი სამი ლარი და მეტია. ფაქტობრივად, ეს არის ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირა საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია