ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სტრასბურგის სასამართლოში ყოფილიყო დაცული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  ოკუპანტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მოვიგეთ

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რა გააკეთეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო დონეზე.

„,ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რა გააკეთეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო დონეზე, სტრასბურგის სასამართლოში ყოფილიყო დაცული და „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ოკუპანტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მოვიგეთ. რაც შეეხება შესაძლო დანაშაულებს, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კონკრეტული კრიმინალი მაშინ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია სივრცე გაიხსნას მსჯელობისთვის, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება, უფრო მეტი კონსულტაცია და ამის შემდეგ, თუ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით იქნება წარმართული, ეს საზოგადოებას ეცნობება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია