შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილსა და მის თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციას ოფიციალური სადილის ფორმატში შვეიცარიის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტმა ევა ჰერცოგმა უმასპინძლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ძალიან ღირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი და საქართველოს დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი შვეიცარიის მხარდაჭერა.

პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანომდებლო ორგანოებს შორის კავშირებზე, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„ოფიციალური სადილის ფარგლებში, ასევე, განიხილეს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს გეგმები.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს