მამუკა მდინარაძე - უცხოელებმა საქართველოში, ხელისუფლების არცერთ შტოსთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ - როდესაც სასამართლო სისტემამ თვითგამორკვევის რეჟიმში შეძლო, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გასულიყო, მის მართვაში არავის ჩავრევ

არათუ სასამართლოსადმი სანდოობის ხარისხთან არამედ, უცხოელებმა საქართველოში, ხელისუფლების არცერთ შტოსთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ვეტინგის“ სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ქართულ სასამართლოს საშუალო ევროპულზე მაღალი ნდობა აქვს.

„არათუ სასამართლოსადმი სანდოობის ხარისხთან, არამედ, უცხოელებმა საქართველოში, ხელისუფლების არცერთ შტოსთან დაკავშირებით, რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

სასამართლო სისტემაში პრობლემები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახლებისა და გვარების დონეზე დაიყვანა. 2013-14 წლამდე ეს თემა გვერდით გაწეული იყო, შემდეგ ორი მოსამართლე ამოირჩიეს და როგორც შეეძლოთ, გააშავეს, ნეგატიური განწყობა შექმნეს. კონკრეტული „ქეისი“, რატომ იყვნენ ეს მოსამართლეები არასამართლიანები, ვერ დადეს. ქართულ სასამართლოს საშუალო ევროპულზე მაღალი ნდობა აქვს.

მე თქვენზე, ისე ვიმსჯელო, როგორც პიროვნებაზე, თუ როგორც ჟურნალისტზე? მე რომ თქვენი ხელმძღვანელი ვიყო, წინა ხელისუფლების დროს როგორი ჟურნალისტი იყავით და თავს ესხმოდით თუ არა ვინმეს, შეიძლება აღარც მოვიკითხო. დღეს თუ ობიექტური ხართ და პროფესიონალი ხართ, შეიძლება რაღაცებზე თვალიც დავხუჭო.

როდესაც ამ სასამართლო სისტემამ თვითგამორკვევის რეჟიმში შეძლო, რომ საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გასულიყო, მის მართვაში არავის არ ჩავრევ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!