უკრაინისა და რუსეთის რეგიონები დაიბომბა - რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 36 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 22 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ოპერატიულმა სარდლობა "სამხრეთმა" განმარტა, რომ მიკოლაივის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ორი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ხარკოვში, ქალაქის ცენტრში დრონის ჩამოვარდნა დაფიქსირდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

ამასთან, ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დილით ადრე ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული S-300 ტიპის რაკეტა აფეთქდა, რის შედეგადაც არასაცხოვრებელი სამოქალაქო შენობები დაზიანდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის სუმის ოლქში დრონებით და რაკეტებით თავდასხმების შესახებ. სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის „ტელეგრამ“ არხზე აღნიშნულია, რომ რუსეთმა Shahed-131/136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ოთხი ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტია. მათგან ორ ქალაქში კი სარაკეტო დარტყმებიც განახორციელა.

რუსულმა მხარემ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, წუხელ და დღეს დილით ქვეყნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 14 უკრაინული დრონი განადგურდა.

მოგვიანებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ბელგოროდის სიახლოვეს 8 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი - მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია