ლევან ხაბეიშვილი - გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არასდროს ადარებს დედაქალაქის მერი ხელფასებსა და შემოსავლებს ევროპას.

„გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო. ივანიშვილის მერმა გვიპასუხოს ევროპაში როგორი ხელფასებია - 100 $-ზე მუშაობს თვეში ხალხი? 300 000 ადამიანი 50 $-დან 250 $ მუშაობს თვიდან / თვემდე?

ხელფასებს და შემოსავლებს რატომ არასდროს ადარებთ ევროპას? ან საბანკო სესხები ნახე რამდენია, ან შემოსავალი, ან პენსია. პირდაპირ ფასი მოეწონა ევროპული.

1.65 ლარად ხომ მოდის საქართველომდე? პასუხი თქვან - კი თუ არა ?! და პასუხია კი ! მაშინ გვიპასუხოს 1.5 ლარი რაში ემატება, ვინ ამატებს და ვინ ხეირობს და სხვათა შორის ამ განცხადებას რომ აკეთებდა კალაძე, ამერიკაში 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი და 40 თეთრი ღირს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს